რუსთავში მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა - მესაკუთრემ დაასახელა თანხა, რომელსაც ითხოვს

29.09.26 14:37
რუსთავში მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა - მესაკუთრემ დაასახელა თანხა, რომელსაც ითხოვს

რუსთავში, მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა. კერძო მესაკუთრესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედამ ახალ მესაკუთრეს 45 000$ უნდა გადაუხადოს.

ეკატერინე მაღალაშვილმა რუსთავის ბინა უკვე დატოვა და შვილებთან ერთად დროებითი საცხოვრებლის ძიებაშია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ეკატერინე მაღალაშვილის სახლთან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ოჯახის 2015 წელს აღებული სესხის გამო ბინიდან ასახლებდნენ.