ვერ გააგრძელებთ ძაღლების კვლას! - საპროტესტო აქცია მერიასთან
თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებების დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა მერიისგან განმარტებები მოითხოვეს მიუსაფარი ცხოველების ქუჩებიდან გაყვანისა და მათი სავარაუდო უკანონო ევთანაზიის შემთხვევებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოველები ქუჩებიდან ღამის საათებში გაჰყავთ, რის შემდეგაც მათი მდგომარეობისა და ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიღება რთულდება.
მოქალაქეები ეჭვქვეშ აყენებენ ექსპერტიზის შედეგების სანდოობასაც და შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე და ობიექტურ რეაგირებას ითხოვენ.
თბილისის ძაღლიჭამია და კაციჭამია, ყაჩაღი მერი, პრაქტიკულად, ამბობს, რომ ის არის მკვლელი მასობრივად ძაღლებისა, შესაბამისად, გადაწყვიტა საზოგადოების ნაწილმა, რომ აქაც ყოფილიყო პროტესტი.
რა თქმა უნდა, ნდობა არ არის, იმიტომ, რომ მე შევიტანე მათ შორის კალაძის განცხადებაზე, როცა ის ჩვენ გვემუქრებოდა უკვე, არა მარტო ძაღლებს, დაძინებით და მათ შორის, იმაზე, რომ ყოვლად უკანონო ფორმით, მალული სამარხები იყტო მოწყობილი და იმის ნაცვლად, რომ გამოეძიებინა გენპროკურატურას ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, რეკორდი დაამყარა და 1 საათსა და 20 წუთში გაგვცა პასუხი.
რაც შეეხება ექსპერტიზას, მე ნაკლებად მაქვს იმედი, თუმცა ღმერთმა ქნას, რომ მოხდეს სასწაული და იქნებ ივნმე რიგითი შემსრულებელი მაინც დასაჯონ, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.