ანასტასია ზონოვკინა EU-ს "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის შეზღუდვების დაწესებას სთხოვს - წერილი ციხიდან
ანასტასია ზონოვკინა საქართველოში არსებულ ევროპულ საელჩოს ციხიდან წერილით მიმართავს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე მსჯავრდებული ქალი ციხიდან სთხოვს ბრიუსელს, შეუჩეროს ვიზები და აუკრძალოს ევროკავშირში ანგარიშების გახსნა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და პოლიციელებს.
"ღია წერილი ყველა ევროპულ საელჩოს საქართველოში.
ამ მამაცი ქვეყნის ხალხი სასოწარკვეთით და მთელი ძალებით ეწინააღმდეგება ძალაუფლების მიმტაცებელ ბანდიტთა ჯგუფს. ჩემთვის დიდი პატივია აქ პოლიტიკური პატიმარი ვიყო და ვატარო ეს ჯვარი იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავიანთი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ცდილობენ დემოკრატია აჩუქონ მომავალ თაობებს. ვთხოვ იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიამ უკვე გაიმარჯვა, დაგვეხმარონ ამ ბრძოლაში პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ.
გთხოვთ, შეუზღუდოთ ევროკავშირის ვიზები და აუკრძალოთ ევროკავშირში ანგარიშების გახსნა საქართველოს ყველა ჩინოვნიკსა და პოლიციელს. ეს არა მხოლოდ დაეხმარება აქ დემოკრატიისთვის ბრძოლას, არამედ დაიცავს თქვენს ქვეყნებს პუტინის მსახურებისგან.
ანასტასია ზინოვკინა
01.10.2026"
წერილი ქართულად თარგმნა სერგეი ყანჩელმა.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მას მისჯილი აქვს 8 წლითა და 6 თვით (8.5 წელი) თავისუფლების აღკვეთა.