პატიმრებით გადავსებული ციხეები - უფლებადამცველები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ

15.05.26 17:04
პატიმრებით გადავსებული ციხეები - უფლებადამცველები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ

პატიმრებით გადავსებული ციხეები - უფლებადამცველები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, სურათი დრამატულად უწყვეტი პროტესტის დაწყების და ხალხის მასობრივი დაკავებების შემდეგ შეიცვალა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ  მსჯავრდებულთა ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა თუ ცალკეული ქმედებების გადაჭარბებული კრიმინალიზება.

მათივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო გაუმკლავდეს ამ პრობლემებს და იზურნოს დანაშაულის პრევენციაზე, იყენებს, მკაცრ, სადამსჯელო სისხლის სამართლის პოლიტიკას.

ამისი მიზეზი შეიძლება იყოს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, უმუშვერობა თუ სიღარიბე. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო გაუმკლავდეს ამ პრობლემებს და იზურნოს დანაშაულის პრევენციაზე, ამის ნაცვლად იყენებს, მკაცრ, სადამსჯელო სისხლის სამართლის პოლიტიკას. ასევე, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დანაშაული რეციდივს, როდესაც ყოფილი მსჯავრდებული კვლავ ჩადის ახალ დანაშაულს. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ვერ მოხდა ადამიანის რესოციალიზაცია და კვლავ ახალი დანაშაული ჩაიდინა, რაც რა თქმა უნდა, ზრდის მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობას. მსჯავრდებულთა ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა თუ ცალკეული ქმედებების გადაჭარბებული კრიმინალიზება, რაც, რა თქმა უნდა, რაც იწვევს მსჯავრდებულთა რაოდენობის გაზრდას და ამის მაგალითები ჩვენ კარგად ვნახეთ, როცა სახელმწიფო მოახდინა შეკრებისა და მანიფესტაციის კრიმინალიზება, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამინისტრაციულ სახდელ დადებული პირის მიერ, განმეორებით ჩადენა ქმედების, სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება, - განაცხადა გოგა ხატიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები