ექსპერტები: სამშენებლო სექტორში ცვლილებები „ოცნების“ ჩავარდნების ირიბი აღიარებაა

15.05.26 18:52
ექსპერტები: სამშენებლო სექტორში ცვლილებები „ოცნების“ ჩავარდნების ირიბი აღიარებაა

"ოცნების" ხელისუფლების მიერ სამშენებლო სექტორისთვის დაანონსებულ გამკაცრებულ წესებს ექსპერტები კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული ჩავარდნების მთავარი მიზეზი არა ცალკეული კომპანიები, არამედ სისტემური პრობლემები, კორუფცია და ტენდერების არაჯანსაღი პრაქტიკაა. კორუფციის მკვლევარების შეფასებით, ხელისუფლების ახალი გზავნილები რეალურად არსებული პრობლემების ირიბი აღიარებაა. 

სამშენებლო პროექტებში არსებულ შეფერხებებსა და ტენდერების გამჭვირვალობის საკითხებზე საუბრობს სანდრო ქევხიშვილიც, რომელიც ყურადღებას მსხვილი კონტრაქტების განაწილებისა და შესაძლო კორუფციული ინტერესების ნიშნებზე ამახვილებს.

ძალიან ბევრი სამუშაო ვერ და არ შესრულდა. მხოლოდ განათლების სექტორი რომ აიღოთ, რამდენი სკოლა და ბაღი ვერ აშენდა, უბრალოდ, კორუფციის გამო. ამიტომ ახლა ეს არის ირიბი აღიარება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი ციხეში ჩასვეს, იმის აღიარება, რომ ეს სიტემური პრობლემაა. წინასწარ არის ხოლმე ცნობილი, ვინ იღებს კონტრაქტებს, განსაკუთღებით მსხვილ კონტრაქტებს და ამიტომ, მაგალითად, 2024 წლის განმავლობაში 5 მლნ-ზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული კონტრაქტებიდან ყოველ მეორეს მხოლოდ ერთი პრეტედენტი ჰყავდა. ჩვენ კითხვები გვაქვს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ხშირად ეს პარტიები პარტიისთვის შეწირულობის სანაცვლოდ იღებენ კონტრაქტებს ან სხვა ტიპის პრივილეგიებს, კორუფციული შინაარსი აქვს ხოლმე, სამწუხაროდ, ამ ურთიერთობას მთავრობასა და დიდ მსხვილ ინფრასტრუქტურულ მშენებარე კომპანიებს შორის. ეს შეხვედრა ბიზნესმენებთან ამ მიზანსაც ემსახურებოდა, რომ ერთგვარი შფოთი, რაც რის ამ ეკონომიკურ სექტორში მოღვაწე კომპანიებისა, რას ვაკეთებთ, რატომ აღარ ცხადდება ახალი კონტრაქტები და ა.შ., ეს დაემშიდებინათ და დაეწყანრებინათ, - ამბობს

ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს ბესიკ დონაძეც. მისი შეფასებით, პრობლემა კანონების ნაკლებობა კი არა, არსებული რეგულაციების არასათანადო აღსრულებაა და პასუხისმგებლობა მხოლოდ კომპანიებზე ვერ გადავა, რადგან გადაწყვეტილებების მთელი ჯაჭვი სახელმწიფოს ხელშია. 

ბოდვაა რასაც ახლა კობახიძე და სოხაძე აცხადებენ, აქ მთავარი არის ის, რომ არათუ რამე უნდა გაამკაცრონ, არამედ რაც ახლა წერია და როგორი კანონმდებლობაც გვაქვს, ეს კანონმდებლობა აღასრულონ ისე, როგორც საჭიროა. შავ სიაში მოხვედრა და შემდეგ ისევ ტენდერებში მიღება, ეს დაახლოებით 10 წლის წინ ვუთხარით. აუშენებლი გზებია, აუშენებელი სკოლებია, აუშენებელი ხიდებია. ეს ყველაფერი არის მთავრობის პასუხისმგებლობა და არა კომპანიის პასუხისმგებლობა. დღევანდელი გზავნილი იყო, რომ მთავრობა ყველაფერში მართალია და თურმე და მხოლოდ კომპანიებია დამნაშავე და ეს ასე არ არის. დამკვეთი, ტენდერის პირობების შემდგენელი, კომპანიის განმსაზღვრელი, შემრჩევი, შემფასებელი და შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებელი, ეს არის ხელისუფლება და მთავრობა. პრობლემა იყო ყოველთვის კორუფცია, ნეპოტიზმი, პრობლემა იყო ფულის მოპარვა ბიუჯეტიდან და აქედან გამომდინარე მოხდა უკვე ყველაფერი. როდესაც მთავარი საზრუნავია ფულის წაღება და არა გზის აშენება, შესაბამისად, ყველაფერი ისეა მორგებული, რომ მეტი ფული წაიღონ ბიუჯეტიდან, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

„ქართული ოცნება“ სამშენებლო სექტორისთვის წესებს ამკაცრებს — კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს დათქმულ ვადაში ვერ დაასრულებენ, შესაძლოა შავ სიაში მოხვდნენ და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა შეეზღუდოთ.

ივანიშვილის გუნდი აცხადებს, რომ ახალი მიდგომა იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც გზების, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას აჭიანურებენ ან ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ახალი სახელმწიფო ტენდერების მიღებას.

 

მსგავსი სიახლეები