ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ FlyDubai-ს სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარი ტერაქტის მცდელობას უკავშირდება

30.09.26 15:05
ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ FlyDubai-ს სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარი ტერაქტის მცდელობას უკავშირდება

ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ავიაკომპანია FlyDubai-ს სამგზავრო თვითმფრინავში 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი ტერაქტის მცდელობას უკავშირდება -  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, თვთმფრინავის პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ისრაელის მე-12 არხმა და გამოცემა Ynet-მა სპეცსამსახურებში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მეორე პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვება და მისი ჩამოგდება სცადა, რასაც წინააღმდეგობა გაუწია პირველმა პილოტმა და შემდეგ ზოგიერთმა მგზავრმაც.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

გამოცემა Times of Israel-ი წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დაჭრილი (სავარაუდოდ, დანით) პირველი პილოტი, რომელსაც მგზავრები უვლიან და გაკოჭილი პილოტი, რომელიც სავარაუდოდ, უგონოდაა.

ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო სხდომა მოიწვია.

ცნობისთვის, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი flydubai-ს რეისი FZ1073 საუდის არაბეთის ქალაქ თაბუქის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავმა ფრენისას ჯერ საერთო საგანგებო კოდი 7700, შემდეგ კი უკანონო ჩარევის შესაძლო შემთხვევაზე მიმანიშნებელი 7500 გადასცა, რამაც თავდაპირველად თვითმფრინავის გატაცების ეჭვი გააჩინა.