პატარიძე/ფირცხალავას ადვოკატი ირწმუნება, რომ ფეიქრიშვილს საკანში კონკრეტული პატიმრები ციხის "გადატვირთულობიდან გამომდინარე" შეუსახლეს
პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის, რამაზ ფირცხალავას ადვოკატი ირწმუნება, რომ დავით ფეიქრიშვილს კონკრეტული პატიმრები საკანში ციხის "გადატვირთულობიდან გამომდინარე" შეუსახლეს.
დღეს უფლებადამცველი ირმა ბრელიძე ჟურნალისტებთან სწორედ პატიმრებით გადავსებული ციხით ხსნიდა იმ ბრალს, რაც პროკურატურამ პატარიძეს და ფირცხალავას წარუდგინა.
რაც შეეხება ეანხმებიან ან აღიარებენ თუ არა ბრალს ციხეთა სისტემის ყოფილი მაღალჩინოსნები, ადვოკატი ამბობს, რომ მათი პოზიცია ამ ეტაპზე გამოხატული არ არის.
ბრალდებას ეთანხმებიან, არ ეთანხმებიან - მათი პოზიცია ამ ეტაპზე გამოხატული არ არის. ბრალდება რასაც ეფუძნებოდა, იმ გარემოებას, რომ ერთ საკანში იყო მოთავსებული მსჯავრდებული და ბრალდებული, ამასთან დაკავშირებით დააფიქსირეს მე პოზიცია, რომ ეს არ არის ახალი, არ არის იმდღევანდელი, რაღაც განსაკუთრებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციის მხრიდან. ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი და ეს გამოუვალი მდგომარეობა და სისტემური გადატვირთულობასთან დაკავშირებით, რომ ციხეში ჯერ კიდევ 2023 წელს არსებობდა, საქართველოს სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ძალიან მკვეთრად დააფიქსირა, რომ ამის გამო ვერ ხერხდებაო მსჯავრდებულების და ბრალდებულების განცალკევებაო.
პროკურატურა რას ამბობს, გეუბნებით დაცვის ხმარე, რომ ეს არ არის სწორი. თანამშრომლობენ რა შუაშია, ხომ გითხარით, პოზიციას არ აფიქსირებენ. რეალურად, კითხვები, რაც იყო ბრალდებსი მხარისგან არსებული, გავეცით პასუხი, რა პასუხებსაც მე დღეს აქ ვერ მოგახსენებთ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე.
(რატომ არის საიდუმლო ეს საქმეს ) არვიცი, ეს ბრალდების მხარის გადაწყვეტილებაა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ", - აცხადებს ადვოკატი.
პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 -10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ .
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.
- გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
- როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.