ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - სასამართლო სხდომის დეტალები

15.05.26 20:33
ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - სასამართლო სხდომის დეტალები

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი არასდროს ჰქონია. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ლევან შუკაკიძე, რომელსაც 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება, მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბიზნესმენი არის, საფლავის ქვების წარმოებითაა დაკავებული და მესაფლავეებთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

კრიმინალური ავტორიტეტები, მესაფლავეები, მეტალოპლასტმასის ხელოსნები და ავტოფარეხების მფლობელები — ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით საბრალდებო სკამზე ჯამში 38 პირი აღმოჩნდა. არცერთმა ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა. ერთ-ერთი მათგანი, იოსებ გოგესაშვილი, რომელიც მესაფლავედ მუშაობს, აცხადებდა, რომ წარდგენილი ბრალდებით შოკირებული იყო.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულთა ნაწილი ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა, ნაწილი კრიმინალურ სამყაროს მხარდაჭერას უწევდა, ნაწილი კი მოქალაქეების გამოძალვასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ფიგურირებდა.

საბრალდებო სკამზე დუმილის უფლებით ისარგებლეს გიორგი ჩადუნელმა, მეტსახელად „ტარაკანამ“ და რევაზ წამალაშვილმა, იგივე „წამალამ“. გამოძიების მტკიცებით, სწორედ „წამალა“ იყო ერთადერთი ბრალდებული, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან მიდიოდა და მათგან მითითებებს იღებდა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები