დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს პოლიციამ კარვების დადგმის უფლება არ მისცა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს სამართალდამცველებმა კარვების დადგმის უფლება არ მისცეს. განმცხადებლების თავად მოზარდები იყვნენ, რომელთა განცხადებაც შსს-ში მათმა უფლებდამცველებმა შეიტანეს.
პოლიცია დღეს მშობლებს უმტკიცებდა, რომ კარვების დადგმის შემთხვევაში სამართალდამცველები მათ უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფდნენ.
ღია ცის ქვეშ დარჩენილი მშობლები ამბობენ, რომ ბრძოლას შვილების სიცოცხლის გადასარჩენად აგრძელებენ. ისინი სახელმწიფოსგან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ითხოვენ — მედიკამენტის უზრუნველყოფას, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შორიდან უყურებდნენ ეტლში ჩამჯდარ ბავშვებს, ზოგიერთ მათგანს ხელების მოძრაობაც კი უჭირს და აი, ამ ბავშვებთან დაკავშირებით თქვეს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ ბავშვებს არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ წვიმაში თავი შეეფარებინათ კარვებისთვის, - ამბობს მშობელი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.