ეპიდემიის გავრცელებას მიმდინარე აქციები ხელს უწყობს - თამარ გაბუნია

16.11.21 13:37
ეპიდემიის გავრცელებას მიმდინარე აქციები ხელს უწყობს - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, აცხადებს, რომ ეპიდემიის გავრცელებას ხელს ხალხმრავალი აქციები უწყობს.

როგორც თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სიკ ვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი.     

დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება. ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი, ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, ყველას გვესმის, რომ ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს. საყურადღებოა, რომ ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ და ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს"- თქვა მინისტრის მოადგილემ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 83 ადამიანი, 4 785 გამოჯანმრთელდა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,85%, ბოლო 14 დღის - 9,85%, ბოლო 7 დღის - 9,25%.