"ჩვენს შვილებს დრო არ აქვთ, ბავშვებს სჭირდებათ წამალი" - პროტესტის 27-ე დღე კანცელარიასთან

16.05.26 12:14
"ჩვენს შვილებს დრო არ აქვთ, ბავშვებს სჭირდებათ წამალი" - პროტესტის 27-ე დღე კანცელარიასთან

 

 

პროტესტის 27-ე დღე კანცელარიასთან - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მოზარდების მშობლებმა კიდევ ერთი ღამე გაათენეს ქუჩაში. მძიმე პირობებში მყოფ აქციის მონაწილეებს, პოლიცია ამ დრომდე არ აძლევს უფლებას, რომ ადგილზე კარავი გაშალონ და წვიმის დროს თავი შეაფარონ.  ეს მათ შორის სჭირდებათ ბავშვებსაც, რომლებიც  ხშირად მშობლებთან ერთად  იმყოფებიან კანცელარიასთან და წამალს ითხოვენ საკუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

ჩვენს შვილებს დრო ნამდილად არ აქვთ - ამბობენ მშობლები. 

ჩვენთვსი მნიშვნელოვანია, რომ განცხადება გააკეთონ იმ ექიმებმა, რომლებცი საქართველოში მუშაობენ ამ დაავადებაზე. სახალხო დამცველმა უნდა თქვას, რომ ბავშვები საჭიროებენ გადარჩენას და საჭიროებენ სიცოცხლეს და ამას სჭირდება წამალი" - ამბობს კახა წიქარიშვილი.

 

 

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში,  კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.   

მსგავსი სიახლეები