თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს და სინდისის პატიმრებს - თბილისი შაბათის მარშისთვის ემზადება

16.05.26 15:11
თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს და სინდისის პატიმრებს - თბილისი შაბათის მარშისთვის ემზადება

თავისუფლება მსოფლიო ბანს და თავისუფლება სინდისის პატიმრებს - დღევანდელი შაბათის მარში აქციების ფარგლებში დაკავებულ მოქალაქეებს მიუძღვნებათ, თუმცა განსაკუთრებულად ეძღვნება პაატა ბურჭულაძეს. 

ბურჭულაძის მიმართ გამოტანილმა განაჩენმა შეშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები ხმამაღლა ამბობენ, რომ ეს უსამართლობა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

მსოფლიო კულტურული ინსტიტუტებიდან ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა პაატა ბურჭულაძის 7 წლით ციხეში გაშვებას და აქედან გამომდინარე შაბათის მარშიც მიეძღვნება პაატა ბურჭულაძეს და სინდისის პატიმრებს. ეს მარში ჩვენი სისხლი არის, რომლითაც დღევანდელ დღეს ერთმანეთს ვამხნევებთ", - ამბობს ბურჭულაძის შვილი. 

შეკრება ზუსტად 19:00 საათზე ტრადიციულად ფილარმონიასთან დაიწყება.

17 თვიან წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათი თანამოაზრეები საპატიმროებში შერჩევით, რეპრესიული კანონებით, დაუსაბუთებელი ბრალდებით და პოლიტიკური შურისძიების მიზნით ჰყავთ გამოკეტილი. 

ეს იქნება პირველი შეკრება ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, როცა მან თქვა რომ ხელისუფლება პატიმრებისგან სინანულს ელოდება.