შიო III ემიგრანტებზე: უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე ზრუნვა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა

17.05.26 15:26
შიო III ემიგრანტებზე: უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე ზრუნვა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ქადაგებისას მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე ისაუბრა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეკლესია საზოგადოების ზნეობრივი ფასეულობების ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს და სახელმწიფოსთან ერთად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მომავალი თაობების აღზრდისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საქმეში.

მეუფე შიომ ყურადღება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზეც გაამახვილა და მადლობა გადაუხადა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ემიგრანტი თანამემამულეების სულიერი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

 

დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია, ამიტომ აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის.

ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოსდან შორს ყოფნა ჰქვია, - თვა მეუფე შიომ ქადაგებისას.