სოფო ნიჟარაძეს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, თვის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიებაც გადაიდო.
„თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი "ივენთიც" გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა“, - წერს სოფო ნიჟარაძე.
მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სოფო ნიჟარაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს.