შეხვედრა თავისუფლების მოედანზე და დალოცვის თხოვნა - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მხარდაჭერა ითხოვეს

17.05.26 20:39
შეხვედრა თავისუფლების მოედანზე და დალოცვის თხოვნა - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მხარდაჭერა ითხოვეს

ქაშვეთის ტაძრიდან დაწყებულ მსვლელობას თავისუფლების მოედანზე ეტლით მოსარგებლე ბავშვები და მათი მხარდამჭერები დახვდნენ. ადამიანები, რომელთათვისაც მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების გადარჩენა ყოველდღიურ ბრძოლად იქცა, კიდევ ერთხელ შეეცადნენ საკუთარი სათქმელი საზოგადოებისა და სასულიერო პირებისთვის მიეწვდინათ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე 28 დღეა თბილისში უწყვეტ აქციებს მართავენ და იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებისთვის აუცილებელი მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ. მათი განცხადებით, დრო გადამწყვეტია და თითოეულ დღეს ბავშვების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მსვლელობის მონაწილეებამდე საკუთარი გზავნილის მისატანად მშობლებმა საპროტესტო ბანერები გამოიყენეს. მათი თქმით, ხელისუფლებისგან პასუხების მოლოდინში დარჩენილებს ახლა იმედი ეკლესიის მხარდაჭერაზეც აქვთ. თუმცა, სადღესასწაულო განწყობის ფონზე, მათი შეფასებით, ბევრმა მონაწილემ მათი ტკივილისა და მოთხოვნების სრულად გაზიარება ვერ შეძლო.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.