იურისტი განმარტავს, რა შეიძლება მოჰყვეს შსს-ში საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნას

18.05.26 13:34
იურისტი განმარტავს, რა შეიძლება მოჰყვეს შსს-ში საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნას

 

 

 

“ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს შეეხება იურისტები აფასებენ.

საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის თქმით, ამ საკითხს ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით უნდა შეხედონ და მითითება სხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე ფრაგმენტულია.

ონიანის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ ასრულებას საკუთარ კონსტიტუციურ ფუნქციას, არის ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას დაუკმაყოფილებს,  მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით.

ფრაგმენტულია მითითება სხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე, იმიტომ რომ ნებისმიერ ამ საკითხს უნდა შევხედოთ კონტექსტით ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ სასამართლო სისტემაში იმგვარ მიდგომას, რომელიც უნისონში არ დაუკმაყოფილებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას საქართველოში, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. რეალურად სასამართლო სისტემა არ ასრულებას საკუთარ კონსტიტუციურ ფუნქციას, ამიტომაც, ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მითითება არის ფრაგმენტული.

ზოგადად, ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც მას მკაფიოდ აქვს შეფასებული სტანდარტები, რომლებიც თუნდაც სოციალურ ქსელში გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს და ევროსასამრთლო, ასეთ შემთხვევაში არ უშვებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებას, როდესაც პირის მიერ გამოხატული აზრი , იმის მიუხედავად მას რა შინაარსი ექნება, თუ კი ის არ იწვევს ძალადობის მყისიერ საფრთხეს, ეს არის ის სტანდარტი, რომელიც, მათ შორის თავის დროზე, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების რეგულირების მიზნით, დანერგილი იყო, წლების განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ვერ გაივლის იმ ტესტს, რომელიც გაამართლებდა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, - ამბობს ონიანი.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 
  • მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

მსგავსი სიახლეები