საპოლიციო დეპარტამენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალი იარაღი ერთი მხარისთვის - მეორეს წინააღმდეგ - ადვოკატი

18.05.26 13:51
საპოლიციო დეპარტამენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალი იარაღი ერთი მხარისთვის - მეორეს წინააღმდეგ - ადვოკატი

საპოლიციო დეპარტამენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალი იარაღი ერთი მხარისთვის - მეორეს წინააღმდეგ პოლარიზაციის პროცესში, - ასე აფასებს ადვოკატი, ომარ ფურცელაძე “ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს შეეხება.

ადვოკატის განმარტებით, განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლება ადამიანურ ენაზე გაბრაზებას ნიშნავს და გაბრაზების გამოხატვის აკრძალვით, ადამიანი ნაკლებ გაბრაზებული არ გახდება.

აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, პირველ რიგში, ნიშნავს განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

უფრო მეტი, ადამიანურ ენაზე გაბრაზების უფლებას ნიშნავს.

გაბრაზების გამოხატვის აკრძალვით, ადამიანი ნაკლებ გაბრაზებული არ გახდება - სავარაუდოა, მეტად გაბრაზდეს.

მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, ახალი საპოლიციო დეპარტამენტის შექმნას დაესრულებინოს პოლარიზაცია.

საპოლიციო დეპარტამენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალი იარაღი ერთი მხარისთვის - მეორეს წინააღმდეგ პოლარიზაციის პროცესში, -წერს ფურცელაძე.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 
  • მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

მსგავსი სიახლეები