დიუშენი კლავს, უმოქმედობა უდრის სიკვდილს - უწყვეტი პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება

18.05.26 18:19
დიუშენი კლავს, უმოქმედობა უდრის სიკვდილს - უწყვეტი პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება

დიუშენი კლავს, უმოქმედობა უდრის სიკვდილს - მშობლების და შვილების უწყვეტი პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება.

აქციაზე ისმოდა შეძახილი - “ჩამოდი“, რომლითაც შეკრებილები კობახიძეს მათთან შეხვედრის და მათი მოსმენისკენ მოუწოდებდნენ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ მათ დალოდების დრო არ  აქვთ და აქციების შეყვეტას არ აპირებენ. 

რამდენი წერილი გავაგზავნეთ კანცელარიაში, არცერთზე გამოხმაურება არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, რომელიც შესაძლოა, რომელიმ ფანჯრიდანაც იხედებოდეს, ჩამოვიდეს აქ და ყოველგვარი ემოციის გარეშე, დავჯდეთ და აკადემიურად ვისაუბროთ. ერთი თვეა, მშობლები და ხალხი ვდგავართ კანცელარიის წინ და ვითხოვთ  ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, ეს არის ნომერ პირველი სენსიტიური თემაო, კი ბატონო, ნომერ პირველ სენსიტიურ თემაზე ვართ მოსული ხალხი, - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა მშობლემა, იურისტმა, კახა წიქარიშვილმა.

დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები ივანიშვილის რეზიდენციასთან ერთკაციან აქციებს აანონსებენ. მშობლების განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად, ვერც შსს მითითების ქვეშ ექცევა. 

მსგავსი სიახლეები