დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები ივანიშვილის რეზიდენციასთან ერთკაციან აქციებს აანონსებენ
დიუშენის კუნთოვანო დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს ერთკაციან აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მშობლების განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად, ვერც შსს მითითების ქვეშ ექცევა.
"ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მითითებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 ზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად არ ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების ქვეშ", - წერია მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიციამ მშობლებს ბიძინა იანიშვილის რეზიდენციასთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
(ფოტო ლევან ზაზაძის)