იტალიის სენატში „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ ჩვენება გაიმართა

02.10.26 16:02
იტალიის სენატში „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის“  ჩვენება გაიმართა

იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის – „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენების შემდეგ სენატში დისკუსია შედგა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია.

ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს.

იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ფილმის ჩვენება და დისკუსია იტალიელი სენატორის, მარკო ლომბარდოს ინიციატივით, და „ფედერალისტების“, „აფხაზთა კრების“, „თავისუფლების ინსტიტუტის“ და „ტაბულას“ ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები