ტროტუარზე დგომის გამო ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით პატიმრობაში გაუშვა.
გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. ჟურნალისტი დარბაზიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია, დროებითი მოთავსების რომელ იზოლატორში მოხდება მისი შესახლება.
მას ბრალდება გასული წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა.
სასამართლო სხდომაზე ჟირჟოლიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ იმ დღეს, როდესაც კანონში ცვლილებები ახალი მიღებული იყო, დემონსტრანტებმა, მათ შორის მან, არ იცოდნენ, სად შეიძლებოდა დგომა და სად არა.
[ფოტო: არქივიდან]