კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა - არიან დაშავებულები
ავარია ბოლო ზარის აღნიშვნისას: კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - ინფორმაციასა და შემთხვევის ამსახველ ფოტოებს ამბები.ჯი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარის შემდეგ თელავის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
გამოცემა წერს, რომ ამ დროს მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.