დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

19.05.26 16:42
დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა, ცნობილი დიზაინერმა, დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. 

ცნობისთვის, დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასმიმიდნარე წლის 16 თებერვალს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი და 50 ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.