სააპელაციომ ნიკა კაციას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ ნიკა კაციას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი თავმჯდომარეობდა.
სააპელაციოს განაჩენს ნიკა კაცია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"როცა სიმართლე ერთია! უცვლელია ჩემი გათავისუფლება მეორე ინსტანციაშიც",- წერს კაცია.
3 სექტემბერს პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.