ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღიან პატიმრობაში გაუშვეს - რატომ ჩამოიღეს თაროდან ერთი წლის წინანდელი საქმე

19.05.26 20:11
ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღიან პატიმრობაში გაუშვეს - რატომ ჩამოიღეს თაროდან ერთი წლის წინანდელი საქმე

 

 

ტელეწამყვანი და საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლე დავით მაკარაძემ მას ადმინისტრაციულ საქმეზე სამი დღით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადგილზე, თათბირის შემდეგ გამოცხადდა. საქმე გასული წლის ეპიზოდს უკავშირდება, სადაც ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომას ედავებოდნენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი სასჯელს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოიხდის. თავად ჟორჟოლიანისთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა — მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ის წლებია ივანიშვილის გუნდის სამიზნეა. პარალელურად, დაყადაღებულია მისი საქველმოქმედო ფონდიც, რომელიც მოქალაქეებს მკურნალობისთვის თანხების შეგროვებაში ეხმარებოდა.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჟორჟოლიანის მხრიდან სამართალდარღვევას დაადასტურებდა. დაცვის მხარის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ტელეწამყვანი ტროტუარზე იდგა და გადაადგილებას ხელს არავის უშლიდა. იურისტების შეფასებით, საქმე მედიის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლისა და დაშინების ნიშნებს შეიცავს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.