დაცლილი სოფლები და შეუსრულებელი დაპირებები — ხარაგაულის მოსახლეობის პრობლემები "ლელომ" მოისმინა

19.05.26 21:40
დაცლილი სოფლები და შეუსრულებელი დაპირებები — ხარაგაულის მოსახლეობის პრობლემები "ლელომ" მოისმინა

 

 

მდიდარი ბუნებრივი რესურსების მიუხედავად, ხარაგაულის არაერთი სოფელი დაცლის პირასაა — ახალგაზრდები ემიგრაციაში მიდიან, ხანდაზმული მოსახლეობა კი საცხოვრებლად სხვა ადგილებს ეძებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში გაცემული დაპირებების მიუხედავად, რეგიონებში დაგროვებული პრობლემები დღემდე მოუგვარებელია. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას ასახელებენ.

„ლელოს“ ლიდერები უკვე რამდენიმე დღეა რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან და ადგილობრივების პრობლემებს ეცნობიან. მათი თქმით, პოლიტიკურ დაპირისპირებებს მიღმა რჩება ის ყოველდღიური გამოწვევები, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ხარაგაულის სოფლებში დღემდე პრობლემად რჩება ბუნებრივი აირის არქონა, ხოლო ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტყით სარგებლობის შეზღუდვების გამო გასათბობი შეშისა და ფიჩხის მოპოვებაც უჭირთ.

კრიტიკა ისმის წყალტუბოს მიმართულებითაც. „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ "ოცნების" ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის წლების წინ გაცემული დაპირებები შეახსენა, რომელიც წყალტუბოს მსოფლიო დონის კურორტად ქცევას ეხებოდა. დღეს კი, მისი შეფასებით, ქალაქში არსებული სანატორიუმების ნაწილი მიტოვებულია და ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.