გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა
ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ხაზთან 30 წლის ქართველი, გიგა ოთხოზორია, სასტიკად მოკლეს. ტრაგიკული შემთხვევა 2016 წელს მოხდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სიმბოლოდ რჩება ოკუპაციისა და დაუსჯელობის თემაზე.
მკვლელობამდე გიგა ოთხოზორიასა და დე-ფაქტო მესაზღვრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არსებული მასალების მიხედვით, ამის შემდეგ ოკუპანტები მას დაედევნენ და უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლეს. საბოლოოდ, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლიმ საკონტროლო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გიგა ოთხოზორია ადგილზე დაიღუპა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაც გაკეთდა — სასამართლომ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. მიუხედავად ამისა, მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელიც საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს, დღემდე თავისუფალია და პასუხისგებაში არ მიუციათ.
გიგა ოთხოზორიას საქმე წლების შემდეგაც რჩება ოკუპაციის პირობებში ჩადენილი დანაშაულებისა და დაუსჯელობის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მაგალითად.