ტროტუარზე დგომის გამო თათია მექვაბიშვილს 2 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

20.05.26 10:43
ტროტუარზე დგომის გამო თათია მექვაბიშვილს 2 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ტროტუარზე დგომის გამო 2 დღიან პატიმრობაში გაუშვეს სამოქალაქო აქტივისტი თათია მექვაბიშვილი. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

მექვაბიშვილი პროცესს არ დასწრებია. ის დაკავებას რუსთაველის გამზირზე დაელოდება. 

აქტივიტს შსს 17 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა.

  • მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.
  • ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის [განმეორებით] ჩადენა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.