ლევან ხაბეიშვილი ვერდიქტის მოლოდინში - მოსამართლე ხუსკივაძე დღეს სავარაუდოდ, განაჩენს გამოაცხადებს
ლევან ხაბეიშვილი ვერდიქტის მოლოდინში - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე დღეს სავარაუდოდ, განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 13:30 საათზე გაიხსნება.
ხაბეიშვილს, რომელსაც პოლიტიკური განცხადების გაკეთებას და სპეცრაზმელებისთვის პირდაპირი ეთერიდან ქრთამის შეთავაზებას ედავებიან, დღეს ბოლოჯერ მიმართავს საზოგადოებას.
აღნიშნულ საქმეზე დაზრალებულად არის ცნობილი სამი სპეცრაზმელი, თუმცა სასამართლოში მხოლოდ ერთმა მათგანმა მისცა ჩვენება.
მოწმეებიც არ მოიყვანა პროკურატურამ, მხოლოდ ერთი მოწმე მოიყვანეს და ჯვარედინი დაკითხვის დროს იმდენად სისულელეები ილაპარაკა, რომ შემდეგი ორი გამოწერილი მოწმეც კი არ მოიყვანა. ეს საქმე არის აბსურდული და შეკერილი. მოსამართლემ რაც არ უნდა მოიფიქროს, უნდა მოიფიქროს მხოლოდ ერთადერთი - რომ გაამართლოს ლევან ხაბეიშვილი. პირველი პრეცედენტია, როცა ლევან ხაბეიშვილი დაკავებული არის სიტყვის და პოლიტიკური დაპირებსი გამო", - აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
- ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
- ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.