"იძულებულები ვართ, აქციებით ვესაუბროთ ხელისუფლებას" - კანცელარიასთან მშობლების პროტესტი გრძელდება

20.05.26 11:38
"იძულებულები ვართ, აქციებით ვესაუბროთ ხელისუფლებას" - კანცელარიასთან მშობლების პროტესტი გრძელდება

პროტესტის ერთი თვე - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა ღამე ისევ კანცელარიასთან გაათენეს. პატრიარქის დაპირების მიუხედავად, პროტესტი არ ჩერდება. მშობლები ამბობენ, რომ პატრიარქის დახმარების იმედი აქვთ, თუმცა გამმომდინარე იქიდან, რომ "ოცნების" ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვთ, იძულებულები არიან, კვლავ აქციებით ესაუბრონ. 

ასევე ცნობილია, რომ ერთკაციანი აქცია გაიამართება დღს ივანიშვილის სასხლესთანაც.

ხელისუფლება გუშინ ამბობდა, რომ ეს მედიკამენტები არის საშიში და დღეს ამბობს, რომ ხალხის ფულს ვერ დახარჯავს, ვინაიდან შედეგი არ ექნება ამ მედიკამენტებს. არც ერთია სწორი და არც მეორე. ეს მედიკამენტები რომ არ არის საშიში, ეს აღიარებულია და დადასტურებულია. ის, რომ ეს მედიკამენტები არის საჭირო და სარგებლიანი, ესეც აღიარებული და დადასტურებულია. ჩვენ, მშობლებს, გვაქვს იმის სრული რწმენა, რომ ეს მედიკამენტები ჩვენს ბავშვებს უშველის და ამის შესახებ გვაქვს უამრავი მტკიცებულება და უამრავი კვლევაა ამასთან დაკავშირებული. რაც შეეხება პროტესტს, ჩვენ ყველა იმ აქციას გავაგრძელებთ, რაც გვქონდა დაანონსებული, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან და ჩვენ იძულებულები ვართ, აქციებით ვესაუბროთ ხელისუფლებას, - ამბობს კახა წიქარიშვილი.