სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს - ლევან ხაბეიშვილის დედა

20.05.26 13:11
სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს - ლევან ხაბეიშვილის დედა

 

 

ლევან ხაბეიშვილის დედას სასამართლოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს - მარინა კოტრიკაძე ფიქრობს, რომ მის შვილს დღეს ირაკლი ხუსკივაძე პატიმრობას მიუსჯის. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი სამშობლოს და ხალხის სიყვარულის გამო ისჯება. 

სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს და თუ დღეს ლევანს პატიმრობას მიუსჯიან, დარწმუნებული ვარ, ბევრს შეეშინდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, იმიტომ, რომ ლევანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გამო - ისჯება თავისი ხალხის სიყვარულის გამო, იმიტომ, რომ ის გდდ-ს თანამშრომლებს მოუწოდებდა, რომ სისხლი არ დაეღვარათ და არ დაესისხლიანებინათ ახალგაზრდები და ჰპირდებოდა ჯილდოს. დამხობას რაც შეეხება, ყველგან ამბობდა - მშვიდობიანი დამხობა. კომენტარებშიც მიწერენ,თქვენი შვილი მშვიდობიანად როგორ ამხობდა ხელისუფლებასო - მშვიდობიანი დამხობაა, რომ ქუჩაში გამოდის 200-300 ათასი კმაყოფილო ადამიანი, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - გადადგეს და  ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ყველა 4 ოქტომბერს ითხოვდა სამართლიან არჩევნებს, არცერთ არ უნდოდა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება.  ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები. გავიდნენ ქუჩაში, ჩავიდნენ მეტროში და ნახონ ერთი როგორი რეიტინგი აქვთ", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი დედა. 

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დღეს სავარაუდოდ, განაჩენს გამოაცხადებს.  სასამართლო სხდომა 13:30 საათზე გაიხსნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსთავის ციხიდან უკლვე მიიყვანეს სასამართლოშ. ის დრეს ბოლოჯერ მიმართავს ხალხს სასამართლო დარბაზიდან. 

  • ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
  • ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.