კლინიკაში გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - ადვოკატები შიმშილობას აანონსებენ
ფეხბურთელ ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ადვოკატები პროკურატურას მკაცრ მოთხოვნას უყენებენ და საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ. უფლებადამცველების განცხადებით, თუ საგამოძიებო უწყება საქმეს სათანადოდ არ გამოიძიებს და პასუხისმგებელი პირების საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.
ადვოკატების მიერ გაჟღერებული ულტიმატუმის მიხედვით, პროკურატურას 5 ივნისამდე აქვს ვადა. მათი თქმით, გამოძიება წლების განმავლობაში არასრულყოფილად მიმდინარეობს და ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი დასჯილი არ არის.
ადვოკატებმა და ადვოკატთა კორპუსის ნაწილმა მივირეთ გადაწყვეტილება, 5 ივნისს 12 საათზე გენერალურ პროკურატურასტან, თუკი არ იქნება გონუვრულ ვადაში გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ, რომ სასაუბრო ძალიან ბევრია და ფორმატიც, მოგეხსენებათ, ამას ვერ დაიტევს, აქედან გამომდინარე, ვიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას და ადვოკატთა კორპუსი დავდგებით საშიმშილოდ, - ამბობს გარდაცვლილი ბიჭის მამა, გაიოზ ჩარკვიანი.
ივანიშვილის რეჟიმის დროს დაკანონდა, რომ ავადმყოფ ბავშვს შეიძლება, სამი კვირის განმავლლბაში გაუკეთო 1050 ამპულა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 570 ფენტანილი, ადამიანი გარდაიცვალოს და არავინ დაჯდეს საბრალდებო სკამზე. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათი ყველა ადამიანთან მიმართებაში, რომ დაინერგა მკურნალობის ახალი მეთოდი. აქედან გამომდინარე, ეს უბედურება რომ მთელ საქართველოს არ მოედოს, ჩვენ ვდგავართ გაიოზ ჩარკვიანის გვერდით. 5 ივნისს ადვოკატთა კორპუსმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რამდენიმე ადამიანმა, ყოველ დღე ერთი ადამიანი იშიმშილებს, თუ არ ჩატარდება ეფექტური გამოძიება, რაც დადგენილია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით მე-6 და მე-13 მუხლებით, - ამბობს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.
20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა.
გამოძიება იმავე წლის 15 ოქტომბერს დაზარალებულის ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პასუხისგებაში მხოლოდ ექთანი თეა ბეგიაშვილია მიცემული, მას დოკუმენტების გაყალბებას ედავება.
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდა ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ქეთევან ცერცვაძე.
მას გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც გულგრილობას გულისხმობს.
ქეთევან ცერცვაძეს 2023 წლის 21 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
საბოლოოდ, ქალს გირაოს თანხა უკან დაუბრუნდა, რადგან აღნიშნულ მუხლს ამნისტია, დაზარალებულის, გაიოზ ჩარკვიანის თანხმობით შეეხო. ცერცვაძეს ამ წუთის მდგომარეობით ბრალდებულის სტატუსი არ აქვს.
მსგავსი სიახლეები
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა