როგორი ამინდია მოსალოდნელი 21-22 მაისს

20.05.26 13:48
როგორი ამინდია მოსალოდნელი 21-22 მაისს

21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა - ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სინოპტიკოსების თქმით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).