ვიმედოვნებ, რომ სასამართლო მორიგ ჯერზე არ გახდება სამართლებრივი აბსურდის თანამონაწილე - ხაბეიშვილის ადვოკატი

20.05.26 15:16
ვიმედოვნებ, რომ სასამართლო მორიგ ჯერზე არ გახდება სამართლებრივი აბსურდის თანამონაწილე - ხაბეიშვილის ადვოკატი

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნაური იყო, როცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე სათათბიროდ გავიდა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული პოლიტიკოსის საქმეში სათათბირო არაფერია და პირდაპირ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. 

ვიმედოვნებ, რომ სასამართლო მორიგ ჯერზე არ გახდება სამართლებრივი აბსურდის თანამონაწილე - უთრა "პირველებს" კონდახაშვილმა. 

ჩემთვის უცნაური იყო, რომ მოსამართლე გავიდა სათათბიროდ, ვინაიდან აქ არც სათათბირო არაფერი არ არის, არც მტკიცებულებები არ არის განსახილველი. ორჯერ ორი ოთხია, რომ თუ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება ლევანთან მიმართებით, აპრიორში უნდა დადგეს გამამრთლებელი ვერდიქტი. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო მორიგ ჯერზე არ გახდება სამართლებრივი აბსურდის თანამონაწილე და თავდაყირა არ დააყენებს აქამდე არსებულ სასამართლო პრაქტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და სამოხელეო დანაშაულს არ მისცემს  სხვანაირ სამარტლებრივ განმარტებას, ვინაიდან ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი და შეიძლება შემდგომ ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული, მომავალში  პოლიტიკოსების მიმართ, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების. არჩევნები გვაქვს წინ და ნებისმიერი გამონათქვამი პოლიტიკოსის მხრიდან, შეიძლება სამომავლოდ მანიპულაციის მსხვერპლი გახდეს". - განაცხადა გიორეგი კონდახაშვილმა. 

ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.  სხდომა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

  • ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

  • მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები