"26 მაისს ვიქნები საპროტესტო აქციაზე" - სალომე ზურაბიშვილი

20.05.26 19:31
"26 მაისს ვიქნები საპროტესტო აქციაზე" - სალომე ზურაბიშვილი

"26 მაისს ვიქნები საპროტესტო აქციაზე" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეებს კითხვებზე პასუხობს. 

მისი თქმით, ის 26 მაისს ყველგან იქნება, ხალხთან ერთად და შეუერთდება საპროტესტო მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე - "ყველანი ერთად ვიტყვით ჩვენ სიტყვას დამოუკიდებლობაზე".

26-ში ვიქნები ყველგან, ვიქნები რუსთაველზე, ვიქნები ყველასთან ერთად, ხალხთან ერთად, რომლებიც გაისეირნებენ რუსთაველზე და ვიქნები იმ საპროტესტო მასიურ აქციასთან, რომელიც დაინიშნა და წამოვა უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე, 19:00 საათზე. ყველანი ერთად ვიტყვით ჩვენ სიტყვას დამოუკიდებლობაზე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

აქცია თბილისში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, "ოპოზიციის ალიანსის" მიერ არის დაგგემილი. შეკრება სტარტს სახელმწიფო უნივერისტეტიდან 19:00 საათზე -  აიღებს. 

მსგავსი სიახლეები