"სქროლვის", "სქრინვისა" და "აზრის დაპატიმრების" სამმართველოს შექმნის წინაპირობა ბაჩო ახალაიასთვის, აზრის გამოხატვის გამო, ბრალის წაყენება იყო" - ანი ნადარეიშვილი

21.05.26 12:00
"სქროლვის", "სქრინვისა" და "აზრის დაპატიმრების" სამმართველოს შექმნის წინაპირობა ბაჩო ახალაიასთვის, აზრის გამოხატვის გამო, ბრალის წაყენება იყო" - ანი ნადარეიშვილი

 

 

"სქროლვის", "სქრინვისა" და "აზრის დაპატიმრების" სამმართველოს შექმნის წინაპირობა ბაჩო ახალაიასთვის, აზრის გამოხატვის გამო, ბრალის წაყენება იყო" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბაჩო ახალაიამ უბრალოდ აზრი გამოთქვა საკუთარ სასამართლოზე. ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ ნათქვამი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯა და ისე ჩაწერა ბრალში. 

დაცვის მხარის მტკიცებულებები არის მანდატურების დაკითხვის ოქმები, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ბაჩო ახალაიას ეს ფრაზა არ უთქვამს, რა თქმა უნდა ნათქვამია, უბრალოდ ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლება და აზრის გმოხატვის თავისუფლება. 

აქ არ იყო მოწოდება, აქ იყო აზრის გამოთქმა თავის საკუთარ სასამართლოზე და აი ახლა რომ შექმნეს "სქროლვის", "სქრინვისა" და "აზრის დაპატიმრების სამმართველო, აი იმის წინაპირობა იყოს ზუსტად ის, რომ ბაჩოს თავისი აზრის გამოხატვის გამო წაუყენეს ბრალი. 

თუ ამის შესაძლებლობას მისცემს მოსამართლე, რა თქმა უნდა, იტყვის [ბაჩო ახალაია რამეს]. ყოველ პროცესზე იყო ეს ფრაზა გამეორებული, თუმცა არანაირი რეაგირება მანამდე არ ჰქონიათ, სანამ დახურული სასამართლო სხდომის ჩანაწერი არ გავრცელდა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.

ფრაზა იყო ასეთი: "მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება არის დასამხობი", თუმცა "მე ვთვლი, რომ" - ეს წინა სამი სიტყვა პროკურატურამ ამოიღო და ბრალში დატოვა მხოლოდ კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზა,"-  განაცხადა ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროცესი გაიმართა.

ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალდება 4 ოქტომბრის საქმეზეც აქვს წარდგენილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.