"პირველების" ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი კოტე ხიდირბეგიშვილი აღარ არის

22.05.26 16:54
"პირველების" ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი კოტე ხიდირბეგიშვილი აღარ არის

"პირველების" ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი აღარ არის. ის თანამდებობაზე სხვა პირმა ჩაანაცვლა. უცნობია, თავისი ნებით წავიდა, თუ გაუშვეს პოსტიდან შსს-ს მაღალჩინოსანი.

35 წლის ხიდირბეგაშვილი „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სიძეა. ის  რამდენიმეწლიანი საპოლიციო საქმიანობის წყვეტის შემდეგ, უწყებაში გასული წლის ოქტომბერში დააბრუნეს. 

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ხიდირბეგიშვილი პირადად მიდიოდა პარლამენტის სიახლოვეს მაშინ, როცა ტროტუარზე დგომის ან გზის გადაკეტვის გამო დემონსტრანტებს აკავებდნენ. 

tvpirveli.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა, ველოდებით კომენტარს და ინფორმაცია განახლდება.

მსგავსი სიახლეები