პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართვა კახა კალაძეს და ლევან იოსელიანს
პატიმარ გიორგი დავითაძის მამა სახალხო დამცველს და თბილისის მერს პასუხობს. ავთანდილ დავითაძე ამბობს, აპელირება და აქცენტის გაკეთება იმაზე, სად იყვნენ აქამდე, არასწორია, რადგან მათმა ადვოკატმა წერილით პატარიძეს მაშინვე მიმართა,თუმცა, გამოძიებული დღემდე არ არის.
პატიმრის მამა ლევან იოსელიანის გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ მან ყველაფერი კარგად იცოდა, თუმცა, მისმა “უსუსურმა გამოსვლამ“ გაუჩინა განცდა, რომ ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს.
მინდა გამოვეხმაურო ლევან იოსელიანს, თუმცა მანამდე მინდა ვუპასუხო კალაძეს, სად ვიყავით ჩვენ, სულ რომ აპელირებას და აქცენტებს აკეთებენ, რატომ ახლა და ამდენი ხნის განმავლობაში, ოჯახმა ეს ამბავი გარეთ არ გამოიტანა. მე მაქვს წერილი, რომლითაც მიმართა გიორგის ადვოკატმა, ვარლამ მაჭარაშვილმა პატარიძეს, რომ მოხდა ასეთი ფაქტი, მიმდინარეობს მოკლევა და გიორგი დავითაძე გადაყვანილ იქნას აღმოსავლეთ რეგიონის სხვა დაწესებულებაში. იქვე მიუთითა, რომ ის ადამიანები, ვინც ამ დანაშულში ფიგურირებენ, დროებით ჩამოშორებულები იყვნენ ამ ციხეს, სანამ გამოძიება არ დასრულდებაო. წერილი 2025 წლის 29 დეკემბრითაა დათარიღებული. ვიდრე ჩვენ არ გვექნებოდა გიორგისთან შეხვედრის, კომუნიკაციის საშუალება, მის გარეშე ასეთ მძიმე ფაქტებს ვერ გავახმაურებდით. სახალხო დამცველმა ეს ყველაფერი იცოდა, პრკურატურამ ეს ყველაფერი იცოდა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ვეკითხები ყველას, ვისაც ეს შეკითხვა უჩნდება. ჩვენ აქ ვართ ბატონო კალაძევ, ყველა იმ დეპუტატს , რომელსაც ხვალ გაუჩნდება კითხვა, ჩენ აქ ვართ, თქვენ სად ხართ. რატომ არ არის აქამდე გამოძიებული ეს საქმე, რატომა რ დასაჯეთ ის ადამიანები, ვინც აწამებდა ჩემ შვილს, ძალადობდა და ვინც ღირსება შეულახა. მე იოსელიანის ადგილზე წარმოვიდგინე თავი და შემრცხვა, ასეთი უსუსური გამოსვლა, რაც მას ჰქონდა, ნამდვილად ვერ წარმომედგინა. მე მეგონა ქვეყანას სახალხო დამცველი ჰყავდა, ის ისეთი დაშინებული დავიანხე ტელევიზიაში, ხალხის დასაცავი იქეთაა, - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ გადაცემა “რეაქციაში“.