პატრიარქი შიო III ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს

20.11.26 19:04
პატრიარქი შიო III ფონიჭალაში  მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმარი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

შიო III  უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, სრულიად საქართველოს.

"დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია - ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა" - წერს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.

დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ...

შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.

ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!"- წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი. 

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.