ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

22.05.26 13:56
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

 

 

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა.

მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტროტუარზე დგომის გამო, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლე დავით მაკარიძემ სამ დღიან პატიმრობაში 19 მაისს გაუშვა.  ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.