სუს-ის მაღალჩინოსნის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება

22.05.26 14:25
სუს-ის მაღალჩინოსნის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება

 

 

სუს-ის მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის ინტერესებს ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაიცავს.  ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" თავად კუპრაშვილმა დაუდასტურა. 

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე დღეს დილით თბილისში, საკუთარ სახლში აიყვანეს.

კუპრაშვილი ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება.

"დიახ, მე დავუბრუნდი საადვოკატო საქმინობას... გავაკეთებ მერე ყველასთვის განცხადებას. დიახ დღეს დილით დაკაავეს თბილისში, საკუთარ სახლში" -  უთხრა რაჟდენ კუპრაშვილმა "პირველებს".

ცნობისთვის დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფატზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.

ასევე დადგენილია, რომ ქრთამი ლილუაშვილის მაოდგილეს პირდაპირ სუს-ში, სამუშაო კაბინეტში მიუტანეს.

მსგავსი სიახლეები