მსოფლიო კრიმინალისტიკაში დღევანდელმა პროცესმა გადატრიალება მოახდინა - ელისაშვილის ადვოკატი

22.05.26 16:00
მსოფლიო კრიმინალისტიკაში დღევანდელმა პროცესმა გადატრიალება მოახდინა - ელისაშვილის ადვოკატი

 

 

 

მსოფლიო კრიმინალისტიკაში დღევანდელმა პროცესმა გადატრიალება მოახდინა, - ამის შესახებ ალეკო ელსიაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირ სტანდარტებს გადასცდა დღევანდელი სასამართლო და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ელისაშვილი იმ დროს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და საქმე არის გამოგონილი და  შეკერილი, - თქვა მან.

მსოფლიო კრიმინალისტიკაში დღევანდელმა პროცესმა გადატრიალება მოახდინა. წყალქვეშ აღებული სუნის ნიმუშებით, 10 თვის შემდეგ, უცნობმა ძაღლებმა, მოახდინეს ადამიანის სუნის იდენტიფიცირება. მსგავსი რამ კრიმინალისტიკას არ ახსოვს. სასამართლომ მინიმალური სამართლიანობა ვერ გამოიჩინა და დაცვის მხარის მასალებზე, 29 ნოემბერთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს, ამ დროს კი, პროკურორის მიერ წარმოდგენილი 4 ტომი საქმე, დაუშვა, როგორც მტკიცებულებები. ყველანაირ სტანდარტებს გადასცდა დღევანდელი სასამართლო და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. არ არსებობს მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიაში ფაქტი, როდესაც წყალქვეშ იყო აღებული სუნის ნიმუშები, წვიმიან ამინდში, ხანძრის შემდეგ და 10 თვის თავზე, ამ ნიმუშებით მოხდა ვინმეს იდენტიფიცირება უცნობი და უსაბუთო ძაღლებით, - განაცხადა ადვოკატმა. 

ალეკო ელისაშვილის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები, რაც იძლევა მოლოდინის საფუძველს, რომ ელისაშვილის წინააღმდეგ გამამატყუნებელი განაჩენი  დადგება.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გახლავთ არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები, გამოთხოვილი ინფორმაცია. წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმები, რომლებიც გამოკვლეული იქნება სასამართლოს წინაშე,  უკვე საქმე გადაეცა არსებითად განსახილველად, შესაბამისად, მათი გამოკვლევის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. ტერორისტულ აქტს სჭირდება გარკვეული მიზანი, ჩათარდა გამოძიება და როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა აღნიშნული მიზანი, დაუყოვნებლივ მოხდა, აღნიშნულზე კვალიფიკაციის შეცვლა, - განაცხადა ბრალდების მხარემ.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 11 ივნისს ჩაინიშნა. 

  •  აღნიშნულ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
  • აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
  • შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას. ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.