ირანის, გვინეის, გამბიის და კიდევ 5 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
თურქეთის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, გვინეის რესპუბლიკის, გამბიის რესპუბლიკის, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკისა და პარაგვაის რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
როგორც ადმინისტრაცია იუწყება, ცერემონია ათონელის სასახლეში დღეს გაიმართა.
გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს.