ლევან ახობაძეს ჩვენება ჯერ მიცემული არ აქვს - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს -"პირველების" ინფორმაციით, შმერლინგის 13 ნომერში უკვე სამ საათზე მეტია საგამოძიებო უწყების თანამშრომლები იმყოფებიან, თუმცა რას ეძებენ, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
როგორც "ტვ პირველს" ლევან ახობაძის ადვოკატმა, რაჟდენ კურპაშვილმა განაცხადა, ჩხრეკას სახლში უფლებადამცველები ესწრებიან.
მისივე თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსთვისთვის დაკავება მოულოდენლი იყო. რაჟდენ კურპაშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილის მოადგილეს ჯერ ჩვენება გამოძიებისთვის მიცემული არ აქვს.
არ დასრულებულა საგამოძიებო მოქმედებები ჯერ მიმდინარეობს. სახლში ტარდება დიახ ჩხრეკა. მე ვარ დიახ აქ. მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას. მოულოდნელი იყო კი დაკავება. ჩვენება მიცემული არ აქვს", - აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.
ცნობისთვის დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფატზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.
ასევე დადგენილია, რომ ქრთამი ლილუაშვილის მაოდგილეს პირდაპირ სუს-ში, სამუშაო კაბინეტში მიუტანეს.