ჯარიმების ახალი რეკორდი - ავსებენ თუ არა ბიუჯეტს ხალხის ხარჯზე?

22.05.26 20:50
 ჯარიმების ახალი რეკორდი - ავსებენ თუ არა ბიუჯეტს ხალხის ხარჯზე?

 

 

ჯარიმებიდან ამოღებული თანხები გაორმაგდა — ბოლო ოთხ თვეში თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითრების რაოდენობა თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი ისევ მოქალაქეების ხარჯზე ივსება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის საფასური 20 ლარია — სწორედ ამ სანქციების შედეგად, იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ბიუჯეტში 1 მილიონ ასი ათასი ლარი შევიდა.

სანქციებიდან მიღებული შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამოც — ოთხ თვეში ამ მაჩვენებელმა 108 მილიონ ლარს მიაღწია. მოქალაქეებისთვის გაზრდილი ჯარიმები მძიმე ფინანსური ტვირთია. მძღოლები განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში ქუჩებში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ავტომობილის გაჩერება პარკირების ადგილების დეფიციტის გამო შეუძლებელია, პასუხისმგებლობა და ფულადი სანქციები კი ისევ ხალხს აწვება.

„ქართული ოცნება“ ჯარიმების სტატისტიკის ზრდასა და გამკაცრებულ პოლიტიკას ხალხზე ზრუნვის მოტივით ხსნის. ივანიშვილის გუნდში აცხადებენ, რომ დედაქალაქში კერძო ავტომობილების ჭარბი რაოდენობა მოძრაობს, ფინანსური სანქციებით კი ისინი ცდილობენ, მოქალაქეებს საკუთარი მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომა აიძულონ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები