საპატრიარქოში შევარდნის საქმე - ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზის გავლა მოუწევს

22.05.26 20:40
საპატრიარქოში შევარდნის საქმე - ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზის გავლა მოუწევს

 

 

მოქალაქე, რომელიც საპატრიარქოს ეზოში დაქირავებული ავტომობილით შეიჭრა, დღეს სასამართლო პროცესზე ითხოვდა, მისთვის მიეცათ საშუალება და განემარტა, თუ რამ მიიყვანა ამ ზომამდე. როსტომ მაზმიშვილის მტკიცებით, ის სამი წლის განმავლობაში პატრიარქთან შეხვედრას უშედეგოდ ცდილობდა, დადიოდა როგორც საპატრიარქოში, ისე სამების საკათედრო ტაძარში, თუმცა მისი სათქმელი არავინ მოისმინა.

საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეჭრის საქმეზე ბრალდებულს სიტყვით გამოსვლა მოსამართლემ შეაწყვეტინა და დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. დაკავებული მამაკაცი სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობდა და სხდომაზე აცხადებდა, რომ დამცველი უსახსრობის გამო არ სჭირდებოდა. მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, ოჯახის მიერ აყვანილმა ადვოკატმა პროცესზე მისი ინტერესები მაინც დაიცვა და მოსამართლეს პატიმრობის ალტერნატივად ბრალდებულის ორი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა.

სახელმწიფო ბრალდება სასამართლო პროცესზე განმარტავდა, რომ ვიდრე მაზმიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა და შერაცხადობის საკითხი საბოლოოდ არ დადგინდებოდა, მისი თავისუფლებაში ყოფნა საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. პროკურორის ინფორმაციით, მაზმიშვილი წარსულში სხვისი ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის უკვე იყო ნასამართლევი. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩატარებულმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ მას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინა, ბრალდების მხარე კი ვარაუდობს, რომ ახლად დანიშნული ექსპერტიზაც ანალოგიურ დასკვნას დადებს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები