"ადამიანებს უნდა ჰქოდნეთ რაღაც მოტივაცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე" - ნინო წილოსანი

22.05.26 17:50
"ადამიანებს უნდა ჰქოდნეთ რაღაც მოტივაცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე" - ნინო წილოსანი

"ადამიანებს უნდა ჰქოდნეთ რაღაც მოტივაცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა და გაზრდილ ჯარიმებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ფინანსური ჯარიმა ადამიანებისთვის უფრო კომფორტულად გადასახდელი გახდა - "რაღაც კუთხით გაიზარდოს, რომ ეს იყოს მათი გადაწყვეტილების წინა პირობა, რომ მაქსიმალურად დაემორჩილონ სატრანსპორტო პოლიტიკას".

ჯარიმის ოდენობა უკავშირდება იმას, რომ მართლწესრიგი იყოს შესაბამისად დაცული. მე გამიჭირდება თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ თუნდაც საქართველოს და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიყვანოთ ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. თუმცა, გეთანხმებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფრო კომფორტული და ამისთვის თბილისის მერია სათანადო ნაბიჯებს დგამს, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანებს უნდა ჰქოდნეთ რაღაც მოტივაცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ის ფინანსური ჯარიმა ფაქტია, რომ ადამიანებისთვის უფრო კომფორტულად გადასახდელი გახდა, რაღაც კუთხით გაიზარდოს, რომ ეს იყოს მათი გადაწყვეტილების წინა პირობა, რომ მაქსიმალურად დაემორჩილონ იმ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც მათივე სასარგებლოდ არის, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია რა ტემპითაც ავტომობილების რაოდენობა იზრდება, ამ გეომეტრიული თვალსაზრისით ზრდას ბუნებრივად მოყვება რომ ფიზიკურად გადაადგილება შეუძლებელი გახდება, - თქვა წილოსანმა.

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები გაორმაგდა და 4 თვეში 108 მილიონს მიაღწია.
  • თბილისში, უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა.
  • 2026 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 108 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (54 მლნ ლარი) ორჯერ მეტია.
  • დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 43.3 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 65 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
  • ასევე გაორმაგდა თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა.
  • ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჯარიმების მოცულობამ შეადგინა 1.1 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები