თბილისის ერთ-ერთ მარკეტში პირი ცივი იარაღით შეიჭრა, მოლარეს მკვლელობით დაემუქრა და თანხა გასტაცა

23.05.26 10:57
თბილისის ერთ-ერთ მარკეტში პირი ცივი იარაღით შეიჭრა, მოლარეს მკვლელობით დაემუქრა და თანხა გასტაცა

თბილისის ერთ-ერთ მარკეტში პირი ცივი იარაღით შეიჭრა, მოლარეს მკვლელობით დაემუქრა და თანხა გასტაცა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი ყაჩაღობის ბრალდებით უკვე დააკავეს. ის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები