დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების პირველი რეაქცია, როდესაც გაიგეს, რომ მილიონის შეგროვდა
ეს არის ისტორიული მომენტი, ასეთი რამ ისტორიაში არ გვახსოვს - ასეთი იყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მოზარდების მშობლების პირველი რეაქცია მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ "დაიცავი ილიაუნი"-ს ლაივ მარათონში დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის ერთი მილიონი ლარი შეგროვდა.
მშობლები ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ მათი და მათი შვილების გამარჯვება, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვებაა.
ეს არის ბავსვების გამარჯვებაც, სტუდენტების გამარჯვებაც, ჩვენი ბავშვების გამარჯვებაც და ეს არის საქართველოს გამარჯვებაც. წინ კიდევ მრავალი გამარჯვებებია მოსალოდნელი. აქ მარტო ჩვენი ბავშვების საქმე არ არის. აქ არის ყველა ქართველი ბავშვის საქმე, ეს არის ყველა დაჩაგრული ადამიანის საქმე, ეს არის ყველა გასაჭირში მყოფი ადამიანის საქმე, ეს არის მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, ასეთი რამ მე არ მახოვს და არც ისტორიაში მისწავლია", - აცხადებს კახა წიქარიშვილი.
"დაიცავი ილიაუნი"-ს ლაივ მარათონში დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის ერთი მილიონი ლარი შეგროვდა.
"დაიცავი ილიაუნი" თანხას აგროვებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.