სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან ამოღებულია თანხა - ლევან ახობაძის ადვოკატი

23.05.26 11:48
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან ამოღებულია თანხა - ლევან ახობაძის ადვოკატი

 

 

ქრთმის აღების ბრალდებით დაკავებული ლევან ახობაძის უფლებადამცველი, დავით სიმონია აცხადებს, რომ გამომძიებლებმა გუშინ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან სხვა ნივთებტან ერთად ფულიც ამოიღო, თუმცა ადვოკატის განმარტებით, ჯერ შესაფასებელია, თუ ვისი კუთვნილებაა აღნიშნული თანხა. 

სიმონია ირწმუნება, რომ დიდ თანხაზე არ არის საუბარი.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ აღიარებს. ჩემი პოზიცია იქნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარჩეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე. ბრალი წაყენებული აქვს ქრთამის აღების მუხლით. ამოღებულია ფულადი თანხა, მაგრამ ეს საკითხი იქნება შესაფასებელი თუ ვისია ამ კონკრეტული თანხის კუთვნილება. ოჯახის წევრები იყვნენ, არასრულწლოვანი ბავშვი, მეუღლე... დიდ თანხაზე საუბარი არ არის.  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს,"- აცხადებს ლევან ახობაძის ადვოკატი დავით სიმონია.

სახლიდან ფულის ამოღების შესახებ ინფორმაცია მედიასთან კატეგორიულად უარყო ლევან ახობაძის მეორე ადვოკატმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.  

რაც შეეხება დავით სიმონიას, "პირველების" ჟურნალისტმა ახობაძის ადვოკატს ასევე ჰკითხა, გამოკითხულია თუ არა აღნიშნულ საქმეზე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც 2024 წელს ლევან ახობაძის უშუალო ხელმძღვანელი იყო და რომელზეც სუს-მა  თქვა, რომ ქრთამის აღების შესახებ ის ინფორმირებული იყო.  სიმონია ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩნოსნის, ლევან ახობაძის საქმეს გრიფი დაედო - ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. ამიტომაც დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც გრიგოლ ლილუშვილის ყოფილი მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, დახურული იქნება. 

ახობაძეს, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი გუშინ ღამით წარედგინა. პროკურატურის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის განცხადებისგან განსხვავებით სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი ნახსენები არ არის. 

რა თქვეს სუს-ში:

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.

პროკურატურამ გუშინ წარდგენილ ბრალში გრიგოლ ლილუაშვილის სახელი საქმიდან გააქრო. გავრცელებულ განცხადებაში წერია მხოლოდ ის, რომ "2024 წლის მაისში, შუამავლების მეშვეობით, მეწარმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით გადასცა წინასწარ შეპირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 250 000 ლარი".

 

მსგავსი სიახლეები